საქართველოში COVID-19-ისგან კიდევ 23 ადამიანი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 23 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 349-დან 372-მდე გაიზარდა.

დღეს დილით დადასტურდა ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 647-მდე გაიზარდა.

ბოლო დღეებში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი საგრძნობლად აჭარბებს ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ლეტალური შედეგი 4 აპრილს დაფიქსირდა. ამ დრომდე საქართველოში COVID-19-ით11 ადამიანი გარდაიცვლა.