საქართველოში სილამაზის სალონები 18 მაისიდან გაიხსნება

18 მაისიდან საქართველოში მუშაობას განაახლებენ სილამაზის სალონები.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ „სილამაზის სალონების და ესთეტიური სალონების“ გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებით გაუმჯობესების გამო.

"ეკონომიკის გახსნის" თავდაპირველი 6 ეტაპიანი გეგმით, მთავრობა სილამაზის სალონების გახსნას სულ ბოლოს, 8 ივნისისთვის გეგმავდა.

სალონები ვალდებულნი არიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი უსაფრთხოების წესები დაიცვან. მათ შორისაა კლიენტებისთვის ტემპერატურის გაზომვა და ნიღბის და ხელთათმანის სავალდებულო გამოყენება.