გახარია: ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში, თარიღი გამოცხადდება ივნისში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ 2019-2020 წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება. ამის შესახებ მან განათლების მიმართულებით მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენამდე ისაუბრა.

"ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში, თარიღი გამოცხადდება, როგორც წესი, ივნისში", - თქვა მან.

მანვე აღნიშნა, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები სწავლას 20 მაისს დაასრულებენ.

2019-2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. კორონავიუსის გამო გაჩნდა ეჭვები, რომ შეიძლებოდა საფრთხე შექმნოდა გამოცდების ჩაბარებას. "ევროპული საქართველო" ხელისუფლებას ერთი, გაერთიანებული გამოცდის ჩატარებას სთავაზობდა.