პოლიციამ 11 წლის მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 30 წლის კაცი დააკავა

პოლიციამ საჩხერეში 11 წლის მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 30 წლის კაცი (ბ.ი.) დააკავა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას რვიდან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით დაიწყო. ამ მუხლით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა თოთხმეტ წლამდე ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების დამტკიცების შემთხვევაში დგება.