ოთარ ფარცხალაძის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო.

პოლიციამ ოთარ ფარცხალაძის ძმა, თორნიკე ფარცხალაძე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, საქმეზე გამოძიება 260-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა 6 წლამდე პატიმრობით ისჯება.