ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 99 პირი დააჯარიმეს

ბოლო დღე-ღამეში პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის 99 პირი დააჯარიმა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

99 პირიდან 98 მოქალაქე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმეს, საჯარიმო ქვითარი მხოლოდ ერთ პირს გამოუწერეს მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევისთვის. ჯამში სულ 297 ათასი ლარის ჯარიმა გამოიწერა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს, 31 მარტიდან კი ე.წ. კომენდანტი საათი.