გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 735-დან 738-მდე გაიზარდა.
კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 16 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი ამჟამად 573-ია.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 420-ით აჭარბებს ე.წ. აქტიურ შემთხვევებს.
საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 12 ადამიანი.