საქართველოში შიდა ავიარეისები 15 ივნისიდან აღდგება

ამროლაურის აეროპორტი

საქართველოში 15 ივნისიდან განახლდება კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული შიდა ავიამიმოსვლა.

კომპანია Vanilla Sky-ს ინფორმაციით, 15 ივნისიდან აღდგება შიდა რეისები თბილისი-ბათუმის, ნატახტარი-მესტიის და ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებებით. რეისების განრიგი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი აღდგება. ივლისიდან ქვეყანა უცხოელი ტურისტების მიღებას აპირებს, თუმცა, საზღვარი არ გაიხსნება იმ ქვეყნებისთვის, სადაც რთული ეპიდსიტუაციაა.