სოხუმის საავადმყოფოდან პატიმარი გაექცათ

სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაიქცა იარაღის უკანონოდ შენახვაში ბრალდებული მამაკაცი, რომელსაც ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობდნენ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 მაისს დაკავებულმა, ადრე ნასამართლევმა პირმა ხელბორკილებისგან გათავისუფლება შეძლო და ლოგინის თეთრეულის გამოყენებით, მესამე სართულზე მდებარე პალატის ფანჯრიდან დაეშვა.

პატიმრის გაქცევის გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და სამსახურებრივი შემოწმება მიმდინარეობს იმ პირთა მიმართ, რომლებსაც დაკავებულის ზედამხედველობა ევალებოდათ. საავადმყოფოდან გაქცეულს ეძებენ.