შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად თბილისში დაშავდა ორი ადამიანი

თბილისში, ბაგებში ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შენობასთან ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლებით (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება).