ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევაა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

თორმეტივე ინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტია. ამის შესახებ სააგენტო „რესს“ აცნობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილემ, ანა გაგლოევამ.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, მაისის დასაწყისიდან სულ დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 57 შემთხვევა და მათგან 31 უკვე გამოჯანმრთელდა. პრაქტიკულად ყველა მათგანი რუსეთიდან დაბრუნებული პირია. ინფიცირებულთა უმრავლესობა რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტია.