ცხინვალის კოლონიაში თვითმკვლელობა სცადა ოთხმა პატიმარმა

ცხინვალის კოლონიაში ოთხმა პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ოთხმა ბრალდებულმა და მსჯავრდებულმა ვენები გადაიჭრა. დე ფაქტო სამინისტროს ცნობითვე, პატიმრებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

სააგენტო „რესს“ ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში უთხრეს, რომ საპატიმროდან გადაყვანილი მოქალაქეების მდგომარება სტაბილურად მძიმეა.

დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროს თანახმად, თვითმკვლელობის მცდელობა დღეს დილით მოხდა, წინა დღეს კი „საშტატო ოპერატიული ღონისძიებები“ ჩატარდა.