ვარკეთილში შერეულ ბაზრობაზე იწვის ჯიხურები

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ვარკეთილში შერეულ ბაზრობაზე იწვის ჯიხურები. ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, დამატებითი ჯგუფები გზაში არიან.

სამსახურს არ აქვს დაშავებულების შესახებ ინფორმაცია.