დღეს, 17 ივნისს დილით განახლებული ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 888-ს მიაღწია კორონავირუსის შემთხვევების საერთო რიცხვმა.
16 ივნისის დილიდან 17 ივნისის დილამდე სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე აღრიცხული იყო 879 შემთხვევა. შესაბამისად, დადასტურებულია ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა.
განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 7 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 731-ია.
17 ივნისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 267.
საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 14 ადამიანი.