გორში დააკავეს 19 წლის მამაკაცი, რომელსაც პოლიცია პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებასა და გარყვნილ ქმედებას ედავება.
გამოძიების თანახმად, ბრალდებული მამაკაცი, სოციალური ქსელ "ფეისბუკის" დახმარებით, 2010 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს სექსუალური შინაარსის ფოტოებსა და შეტყობინებებს უგზავნიდა, რაზეც გოგო პასუხობდა.
მოგვიანებით, ბრალდებულმა მ.ბ-მ მიმოწერის სოციალურ ქსელში გავრცელების მუქარით გოგო აიძულა, კვლავ გადაეღო სექსუალური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა. დაზარალებულმა მას ეს მასალები გაუგზავნა.
გამოძიება სსკ-ის იმ მუხლებით დაიწყო, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებასა და გარყვნილ ქმედებას მოიცავს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.