ბრაზილიაში მილიონს უახლოვდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი

ბრაზილიაში 900 000-ს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 18 ივნისის მდგომარეობით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 978 142-ია. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა ნახევარ მილიონზე მეტი. COVID-19-ით გარდაცვლილია 47 748 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით, ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.