საქართველოს ელჩს ყაზახეთში კორონავირუსი აქვს

ზურაბ აბაშიძე (საარქივო ფოტო)

საქართველოს ელჩს ყაზახეთში ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ზურაბ აბაშიძეს ყაზახეთის სპეციალისტების მეთვალყურეობით მკურნალობენ და მათთან მუდმივი კონტაქტი აქვთ ქართველ მედიკოსებს.

18 ივნისს ყაზახეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კორონავირუსი აქვს ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, „ერის ლიდერს“ ნურსულთან ნაზარბაევს.

ოფიციალური სტატისტიკით, ყაზახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 16 300-ს აჭარბებს. გარდაცვლილია 105 ადამიანი.