თბილისში, დიღმის მასივში შსს სპეცოპერაციას ატარებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თბილისში, დიღმის მასივში სპეცოპერაცია ტარდება.

ჩვენი ინფორმაციით, პოლიციის ღონისძიება უკავშირდება ნარკოდანაშაულს.

შსს ვრცელი ინფორმაციის გავრცელებას მოგვიანებით აპირებს.