თბილისში სამი უკრაინელი დააკავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით

პოლიციამ თბილისში დააკავა უკრაინის სამი მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ეს პირები ჩართული იყვნენ ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქეებს 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.