დაბადების დღეზე, რომელიც 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილით დასრულდა, ევროპის ჩემპიონი ძიუდოისტიც იმყოფებოდა

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი, 25 ივნისს დაკრძალეს.

მცხეთაში გადახდილ დაბადების დღეზე, რომლის შემდეგაც ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, კიდევ ერთი სპორტსმენი იმყოფებოდა - ძიუდოში ჭაბუკებს შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი, 18 წლის გიგა ტატიაშვილი.

ინფორმაცია სპორტსმენის მწვრთნელმა, ლევან ნოზაძემ, და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ათაბეგაშვილმაც, დაადასტურეს.

გიორგი ათაბეგაშვილის განცხადებით, მან შეიტყო, რომ დაბადების დღეზე გიგა საკუთარი მანქანით იყო ჩასული, მაგრამ არ იცის, მონაწილეობდა თუ არა ახალგაზრდებს შორის მომხდარ ჩხუბში.