აფეთქება მოხდა თეირანის მახლობლად მდებარე პარჩინის სამხედრო კომპლექსის ტერიტორიაზე. ირანის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ აფეთქდა სამრეწველო გაზის რეზერვუარი.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დავუდ აბდიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიას უთხრა, რომ აფეთქება მოხდა კომპლექსის იმ ზონაში, სადაც სამოქალაქო პირები იმყოფებიან. აბდის მტკიცებით, ხანძრის ლოკალიზება სწრაფად მოხერხდა და არავინ დაღუპულა.
ჟურნალისტებმა სოციალური ქსელებით გაავრცელეს ვიდეო და ფოტომასალა, სადაც ჩანს აფეთქება და შემდეგ კვამლი.
Another video. pic.twitter.com/f7goYoMkNQ
— Farnaz Fassihi (@farnazfassihi) June 25, 2020
სააგენტო Reuters-ი დასავლეთის სპეცსამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა, აფეთქება მოხდა გამოცდისას, რომელსაც პოტენციურად კავშირი აქვს ბირთვული იარაღის შექმნასთან. არსებული ინფორმაციით, ირანი ასეთ გამოცდებს სავარაუდოდ, პარჩინის სამხედრო ობიექტზე ატარებს.