გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს და „ლიგა ენდესას" სიმბოლურ ხუთეულში, ცენტრის პოზიცია ერგო კლუბ „იბეროსტარ ტენერიფეს" ქართველ ლეგიონერ გიორგი შერმადინს. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ესპანეთში მსგავსი აღიარება მეორედ მოიპოვა. პირველად შერმადინი სიმბოლურ ნაკრებში 2016-2017 წლების სეზონში შეიყვანეს, როდესაც კლუბ „ანდორის“ ღირსებას იცავდა.

ძირითად ხუთეულში, ქართველი ცენტრის გარდა მოხვდნენ: არგენტინელი ფაკუნდო კამპაცო, სლოვენიელი კლემენ პრეპელიჩი, ფრანგი ალექს ბუტილი და ესპანეთის ნაკრების წევრი ნიკოლა მიროტიჩი.

საუკეთესო კანდიდატებს შორის „სასკი ბასკონიის“ წევრი თორნიკე შენგელიაც დაასახელეს და საბოლოო ხმებით ის ლიგის მეორე ხუთეულში მოხვდა.