სომხეთში წუხელ გამოვლინდა კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა

სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ცნობით, წუხელ სომხეთში გამოვლინდა კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა, 10 პაციენტი გარდაიცვალა.

მთლიანად ეპიდემიის განმავლობაში 27 320-ს მიაღწია დაავადებულთა საერთო რაოდენობამ. განიკურნა 15 484, ხოლო ინტენსიური მკურნალობის კურსს გადის 11 211 პაციენტი.

იუწყებიან, რომ სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 469 პაციენტი.

მაგრამ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, COVID-19-ის ეპიდემიის განმავლობაში 156 პაციენტის გარდაცვალება სხვა მიზეზებმა გამოიწვია.