პოლიციამ დააკავა 2000 წელს დაბადებული მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობაში ბრალდებული დააკავა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა დმანისის მუნიციპალიტეტში, ნაცნობს - 2000 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს, შელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შსს-ს განცხადების მიხედვით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობის) მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.