კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში იპოვეს გარდაცვლილი ახალშობილი

გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში. არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში იმშობიარა და მოგვიანებით, გარდაცვლილი ჩვილი საპირფარეშოში ნახეს.

შსს-ში განაცხადეს, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს შესაბამისი ექსპერტიზები.

არსებული ინფორმაციით, ახალნამშობიარები ქალი სამართალდამცველებმა ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.