კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია - ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ინფიცირებულთაგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 951 შემთხვევა აღირიცხა; გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 828-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილების საერთო რაოდენობა 15-ია.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3828 ადამიანი, კლინიკებში კი - 192.

COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.