წინანდალში სასტუმრო "რედისონში" ხანძარია

წინანდალში სასტუმრო "რედისონში" ხანძარია. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე დამსვენებლების ევაკუაცია დასრულებულია და არავინ დაშავებულა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.