მცხეთაში მოკლეს ორი ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მცხეთაში მოკლულია ორი ადამიანი. შსს-ს ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ორი ან მეტი ადამიანის მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

ეს დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.