მსოფლიოში 12 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ

მსოფლიოს ორასზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 12 მილიონზე მეტი ადამიანი. ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, საერთო რიცხვმა 12 012 000-ს გადააჭარბა. COVID-19-ით გარდაცვლილია 548 000-ზე მეტი ადამიანი.

ყველაზე მეტად დაზარალებულ აშშ-ში 3 054 000-ზე მეტი ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებულია 953 000-ზე მეტი. გარდაცვლილთა რიცხვი 132 000-ს აჭარბებს.

მეორე ადგილზე ბრაზილიაა, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი 1 713 000-ს გასცდა. გამოჯანმრთელებლია მილიონზე მეტი და გარდაცვლილია თითქმის 68 000.

ბრაზილიას მოსდევენ ინდოეთი და რუსეთი. ინდოეთში ინფიცირებულთა რიცხვი 742 000-ს აჭარბებს. გამოჯანმრთელებულია 456 000-ზე მეტი და გარდაცვლილია 20 600-ზე მეტი ადამიანი.

რუსეთის სტატისტიკით, კორონავირუსის შემთხვევები 700 000-ს უახლოვდება. მათგან ნახევარზე მეტი გამოჯანმრთელებულია, გარდაცვლილთა რიცხვი კი 10 600-ზე მეტია.

ვითარება ისევ რთულია საქართველოს კიდევ სამ მოსაზღვრე ქვეყანაში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, სადაც დღე-ღამეში რამდენიმე ასეული ახალი შემთხვევა ფიქსირდება.