რუსეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 720 000-ს გადაცდა

მოსკოვი

შაბათის მონაცემებით რუსეთში უკვ 720 000-ს აჭარბებს კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა.

დაავადების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის მონაცემებით განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლინდა 6611 ახალი ინფიცირებული, 188 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსული ინფექციისაგან რუსეთში განიკურნა ნახევარზე მეტი - 497 446 - ავადმყოფი, პანდემიის განმავლობაში ვირუსმა იმსხვერპლა 11 205 პაციენტი.

მაგრამ დღემდე ერთმანეთისგან განსხვავდება ორი ფედერალური უწყების - „როსსტატისა“ და დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემები.

„როსსტატის“ მაისის თვის სტატისტიკით კორონავირუსი გახდა 7 444-ი პაციენტის გარდაცვალების მიზეზი. დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის თანახმად კი ამ პერიოდში გარდაცვალების შემთხვევა 3 690-ს შეადგენდა.

ოფიციალურ მონაცემებს შორის სხვაობას რუსეთის ხელისუფლება იმით ხსნის, რომ ფედერალური შტაბი ოპერირებს რეალურ დროში არსებული მონაცემებით, ხოლო „როსსტატი“ კი ელოდება გაკვეთისა და სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმებით მიღებულ სრულყოფილ შედეგებს.