შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს თბილისში სავარაუდო აფეთქების შედეგად ერთი კაცის გარდაცვალების ფაქტს.
შემთხვევა წუხელ, 12 ივლისის გამთენიისას მოხდა მუხიანის დასახლებაში. გამოძიება სს კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.