ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს პრეზიდენტიც ესწრება

დღეს ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება, ღვთისმშობლის კვართი მსვლელობით დადიანების ისტორიული მუზეუმიდან საზეიმო ლიტურგიითა და გალობით გადაიტანეს ივერიის საკათედრო ტაძარში. მსვლელობაში მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

ვლაქერნობას ზუგდიდში 1990 წლიდან აღნიშნავენ. დღესასწაულზე საკათედრო ტაძარში მუზეუმიდან გადატანილი კვართი მთელი დღის განმავლობაში რჩება და მასთან მიახლოვება მორწმუნეებსაც შეუძლიათ. ვლაქერნობის დღესასწაულს მორწმუნეები მთელი საქართველოდან ესწრებიან.