კლინიკაში გადაიყვანეს კაცი, რომელმაც აღმაშენებლის გამზირზე თვითმკვლელობა სცადა

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კლინიკაში გადაიყვანეს კაცი, რომელმაც აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში თვითმკვლელობა სცადა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსხურში გვითხრეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს. ასევე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება).