ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატმა ციხანოუსკაიამ 19 ივლისს თავისი პირველი წინასაარჩევნო შეხვედრები გამართა

სვიატლანა ციხანოუსკაიას შეხვედრა ამომრჩევლებთან 19 ივლისს, მინსკში

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის მთავარმა კანდიდატმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ კვირას, 19 ივლისს მინსკში თავისი პირველი წინასაარჩევნო შეხვედრები გამართა ამომრჩევლებთან.

ბელარუსში მომავალი თვის არჩევნებში ოპოზიცია შეეცდება მეტოქეობა გაუწიოს ამ ქვეყნის ხანგძლივ ავტორიტარულ მმართველს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას.

სხვადასხვა მონაცემებით, აქციაზე მინსკში მივიდა ოთხიდან შვიდ ათას ადამიანამდე. ციხანოუსკაიასთან ერთად მიტინგში მონაწილეობდნენ არარეგისტრირებული ოპოზიციური კანდიდატის, ვიქტორ ბაბარიკას შტაბის წარმომადგენლები, და მეორე, ასევე არარეგისტრირებული კანდიდატის, ვალერი ცეპკალოს ცოლი. ციხანოუსკაიამ შეკრებილებს უთხრა, რომ ხელისუფლებამ არ დაუშვა სხვა კანდიდატები, ბაბარიკა და ცეპკალო არჩენებზე, რადგან შეეშინდა. მაგრამ მათ არ ესმით, რომ საფრთხეს კანდიდატები კი არ წარმოადგენენ, არამედ ხალხი თვითონ, რომელიც დაიღალა დამცირებასა და შიშში ცხოვრებით, თქვა ციხანოუსკაიამ.

ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს შეხვედრის ცოცხალ ეთერში ჩვენება, რადგან მეგობრობის პარკში, სადაც შეხვედრა იმართებოდა, მობილური ინტერნეტი მიუწვდომელი იყო.

გასულ კვირაში ოპოზიციური კანდიდატების, სვიეტლანა ციხანოუსკაიას, ვალერი ცეპკალოს და ვიქტორ ბაბარიკას შტაბები გაერთიანდნენ, რათა ერთად წარმართონ ციხანოუსკაის წინასაარჩევნო კამპანიას.

ციხანოუსკაია თავისი ქმრის, ბლოგერ, სერგეი ციხანოუსკის მხადაჭერის მიზნით გატარდა რეგისტრაციაში კანდიდატად. ციხანოუსკის სურდა თავისი კანდიდატურის დაყენება, მაგრამ მაისის ბოლოს ის დააპატიმრეს და მას მერე წინასწარ პატიმრობაშია. დაპატიმრებული არიან ასევე ვიქტორ ბაბარიკა, „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილი ხელმძღვანელი და მისი ვაჟი; ისინი 18 ივნისს დააპატიმრეს მალევე, რაც გამოაცხადეს, რომ არჩენებში აპირებენ მონაწილეობას. ვიქტორ ბაბარიკას ბრალად ედება ფულის გათეთრება, ქრთამის აღება და გადასახადების არ გადახდა.