რუსეთის სასამართლომ 3,6 წლით პატიმრობა მიუსაჯა ისტორიკოსსა და უფლებადამცავს იური დმიტრიევს

რუსეთის ქალაქ პეტროზავოდსკის სასამართლომ დამნაშავედ სცნო კარელიის „მემორიალის“ ხელმძღვანელი, ისტორიკოსი იური დმიტრიევი და მას 3,6 წლით პატიმრობა მიუსაჯა სასჯელის კოლონიაში მოხდის სახით.

მას ბრალად ედებოდა ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადება, გერზე სექსუალური ძალადობა და იარაღის ნაწილების შენახვა.

პროკურატურა დმიტრიევისთვის კოლონიაში 15 წლიან პატიმრობას ითხოვდა.

22 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომელიც დახურული იყო, ისტორიკოსი გამართლდა იარაღის დეტალების შენახვის ბრალდების ნაწილში.

დმიტრიევი დამნაშავედ იქნა ცნობილი მხოლოდ პორნოგრაფიის გავრცელებაში, რასაც მსჯავრდებული გადაჭრით უარყოფს.

კარელიის „მემორიალის“ ხელმძღვანელს და ისტორიკოსს, იური დმიტრიევს, 2016 წელს დასდეს ბრალი, რომ პორნოგრაფია დაამზადა ნაშვილები ქალიშვილის მონაწილეობით.

ისტორიკოს იური დმიტრიევის დასაცავად გამოვიდნენ პოლიტიკოსები, კულტურის მუშაკები ათეულობით ქვეყნიდან.