ბათუმში ავტობუსი, მიკროავტობუსი და მანქანა ერთმანეთს შეეჯახა

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსი, მიკროავტობუსი და მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. არიან დაშავებულები.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, 5-ვე დაშავებულს ზედაპირული და მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.