თბილისში 50 ათასამდე ოჯახს დენი არ მიეწოდება

თბილისში 50 ათასამდე ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გათიშულია ვარკეთილისა და მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას "თელასში" განუცხადეს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ გაწყდა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი - "მახათა 1", რომელიც 1 000-კილოვოლტიანია.

​"თელასში" აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება, დაახლოებით, 14 საათზე აღდგება.