საქართველოში კორონავირუსით მე-17 პაციენტი გარდაიცვალა

სამთავრობო ვებსაიტის, StopCov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში COVID 19-ით მე-17 პაციენტი გარდაიცვალა. ის მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ლიკა მუმლაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, გარდაცვლილი 79 წლის ქალია.

ქვეყანაში სულ კორონავირუსის 1 155 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 929 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 6489, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 337, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 41-ს შეადგენს.