ბელარუსში დაკავებული რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მომზადების ბრალდებით

ბელარუსში რუსეთის მოქალაქეთა დაკავების კადრები

ბელარუსში ოთხშაბათს დაკავებული 30-ზე მეტი რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მომზადების ბრალდებით. ისინი ჩვენებებს იძლევიან.

ამის შესახებ 30 ივლისს განუცხადა ჟურალისტებს ბელარუსის უშიშროების საბჭოს მდივანმა ანდრეი რავკოვმა.

ბალარუსის ხელისუფლება აცხადებს, რომ დაკავებულები კავშირში არიან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“.

რავკოვმა ასევე დაადასტურა ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ ქვეყანაში უცხოური კერძო სამხედრო კომპანიის 200-ზე მეტი მებრძოლი იქნა შეყვანილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვითარების დესტაბილიზაციისთვის.

ბელარუსში რუსეთის ელჩმა დმიტრი მეზინცევმა განაცხადა, რომ ის ხუთშაბათს ამ საკითხთან დაკავშირებით სასაუბროდ მიიწვიეს ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მანამდე რუსეთის სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ განაცხადეს, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული ბელარუსში ვითარების დესტაბილიზაციით.