კელი დეგნანი ქუთაისში სამხედრო ლიცეუმს ეწვია

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და სამხედრო ატაშე, სტეფანი ბეგლი ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვია. ინფორმაციას და ფოტომასალას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"სტუმრებმა სამხედრო ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ", - ვკითხულობთ განცხადებაში.​

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა საერთაშორისო მისიებსა და მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობა.