ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს კენჭისყრის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს არჩევნებსა და რეფერენდუმებზე სამდღიანი კენჭისყრის შესაძლებლობის შესახებ. ტექსტი გამოქვეყნებულია სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე.

დოკუმენტი 21 ივლისს მიიღო სახელმწიფო დუმამ. სამდღიანი კენჭისყრა გაიმართება უკვე 2020 წლის სექტემბერში, კენჭისყრის ერთიან დღეს. ექპერტების თქმით, სამდღიანი კენჭისყრა საგრძნობლად გაამარტივებს არჩევნების ფალსიფიკაციას.

წელს კენჭისყრის ერთიან დღეს, 13 სექტემბერს, დაგეგმილია გუბერნატორების პირდაპირი არჩევნები 18 რეგიონში, საკანონმდებლო კრებათა არჩევნების 11 კამპანია და ქალაქის საბჭოების არჩევნები სუბიექტთა 22 დედაქალაქში.