კოსოვოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი შეეყარა

ავდულა ჰოტი

როგორც შემოწმებამ აჩვენა, კოსოვოს პრემიერ-მინისტრი კორონავირუსით არის ავად.

ავდულა ჰოტიმ 2 აგვისტოს განაცხადა, რომ მას მცირე ხველების გარდა COVID-19-თან დაკავშირებული სხვა სიმპტომები არ ჰქონია.

„ამ დღიდან მოყოლებული მე თვითიზოლაციაში ვიქნები შემდეგი ორი კვირის განმავლობაში და ჩემს მოვალეობას სახლიდან შევასრულებ“, - დაწერა კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა თავის ფეისბუკში.

ავდულა ჰოტიმდე კორონავირუსი გადაიტანეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბრაზილიის პრეზიდენტმა, მონაკოს პრინცმა, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ბელარუსის პრეზიდენტმა და სხვა ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა.

კოსოვოში კორონავირუსი კვლავ მძლავრად არის გავრცელებული.

მხოლოდ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლინდა დაავადების 953 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 53 პაციენტი.