საბურთალოზე სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელი დაარქვეს

თბილისში, საბურთალოზე საფეხბურთო სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელი დაერქვა. ამ სახელით სტადიონი დღეიდან იფუნქციონირებს.

სტადიონის გახსნის შემდეგ ბავშვებმა ფეხბურთის თამაში უკვე დაიწყეს.

გიორგი შაქარაშვილი 19 წლის ფეხბურთელი იყო, რომელიც გარდაცვლილი თითქმის 40 დღის წინ იპოვეს. ის საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" ერთ-ერთი წარმატებული ფეხბურთელი იყო.