ალეკო ელისაშვილმა საკუთარი თავი დაასახელა საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატად

ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ პოლიტიკური გუნდის პრეზენტაციაზე ამავე პარტიის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ კენჭს საბურთალოს ოლქში იყრის. „პარტია „მოქალაქეების“ სახელით ვიქნები საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი“, - მიმართა ელისაშვილმა მხარდამჭერებს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატები არიან: „ქართული ოცნებიდან“ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო, პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კანდიდატი თაკო ჩარკვიანი.