საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევაა

ბოლო დღეების კლების შემდეგ, საქართველოში ისევ მოიმატა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა.

გასულ 24 საათში დადასტურდა 15 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1197-მდე გაიზარდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ახალი პაციენტების რიცხვი 2-დან 6-მდე მერყეობდა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 5 აგვისტოს, დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 12 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 974.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

5 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 7066 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 294.