აშშ ესწრაფვის მომავალ კვირაში გაეროში კენჭისყრა მოაწყოს ირანის იარაღის ემბარგოზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ გეგმავს მომავალ კვირაში კენჭისყრა მოაწყოს გაეროს უშიშროების საბჭოში ირანისთვის იარაღის ემბარგოს ვადის გაგრძელების შესახებ, რაც საერთაშორისო ორგანოში კრიზისის ნიადაგს მოამზადებს ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე.

„არსებობენ ქვეყნები, რომლებიც მზად არიან გაყიდონ იარაღი, რომელიც იწვევს ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციას, საფრთხეს უქმნის ისრაელს, ევროპას, და ამერიკელების სიცოცხლეს“, განაცხადა პომპეომ ჟურნალისტებთან შეხვედრისას 5 მარტს, „ჩვენ ამასა არ დავუშვებთ“, დასძინა მან.

აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტის მიზანია ირანისთვის იარაღის საერთაშორისო ემბარგოს ვადის გაგრძელება. ემბარგო, რომელიც ეტაპობრივად უნდა შერბილდეს 18 ოქტომბრის შემდედ, წარმოადგენს გაეროს უშიშროების საბჭოს 2231-ე რეზოლუციისა ნაწილს, რომელიც ზურგს უმაგრებს 2015 წელს ირანთან მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის მიღწეულ ბირთულ შეთანხმებას. გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების მქონე რუსეთი და ჩინეთი ირანისთვის ემბარგოს გახანგძლივებას ეწინააღმდეგებიან. მათ ეჭვქვეშ დააყენეს აშშ-ის უფლება, გამოიყენოს ეს სამართლებრივი გზა იმისთვის, რომ აიძულოს სხვები, აღუდგინონ ირანს გაეროს სანქციები, რადგან ვაშინგტონი გამოეთიშა ბირთვულ შეთანხმებას.

თუ გაეროს უშიშროების საბჭო არ შეუშლის ირანს ხელს, იყიდოს და გაყიდოს იარაღი ემბარგოს პირობებში, ბოლოს და ბოლოს, აცხადებს ვაშინგტონი, ის გამოიყენებს მექანიზმს, რომელიც 2015 წლის შეთანხმებაშია და შესაძლებლობას იძლევა აღუდგინოს ირანს გაეროს ყველა ძველი სანქცია, რომელიც ამ შეთანხმებით გაუქმდა.

ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი შეშფოთებული არიან ემბარგოს გაუქმებით, მაგრამ აცხადებენ, რომ შეეცდებიან კომპრომისის მიღწევას, რათა ირანმა მთლიანად არ დატოვოს ბირთვული შეთანხმება და არ იმოქმედოს მუქარის შესაბამისად, რომ გავა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებიდან.