თბილისში ბავშვის გატაცებისთვის ბრალდებული კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თბილისში ბავშვის გატაცების ბრალდებით კაცი დააკავეს. იმის გამო, რომ საქმე ეხება მცირეწლოვანს, შსს-ში დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთას.