მთავრობა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებას 10 თეთრით გეგმავს

საქართველოს მთავრობა არასტანდარტული (დაზიანებების მქონე) ვაშლის სუბსიდირების პროექტის დაწყებას გეგმავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ფერმერი ერთი კილო ვაშლის გაყიდვით, დაახლოებით, 22 თეთრს მიიღებს, საიდანაც 10 თეთრი მთავრობის სუბსიდია იქნება.

"ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ არცერთი გრამი პროდუქტი ჩვენი ფერმერების წარმოებული დაუბინავებელი არ დაგვრჩეს... წელს საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საგრძნობლად დაეცა... ყველა ის კომპანია, რომელიც ჩაერთვება ვაშლის დაბინავებაში, სახელმწიფოსგან სუბსიდირებას მიიღებს 10 თეთრს", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

პროგრამა 2020 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება.