საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევაა

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1341-მდე გაიზარდა.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განახლებული ინფორმაციის მიხედვით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 4 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1092.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

17 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 7597 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 249.