მიზნობრივი ტესტირების ჯგუფს დაემატა ტურისტული ობიექტების მომსახურე პერსონალი

საქართველოს ტურისტულ რეგიონებში, განსაკუთრებით შავი ზღვისპირეთში, კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიზნობრივ ჯგუფებს დაემატა კაფე-ბარების, კლუბების და სასტუმროების მომსახურე პერსონალი.

15 აგვისტოს კორონავირუსი დაუდასტურდა ქობულეთის კაფე „ჰავანის“ თანამშრომელს. მომდევნო ორ დღეში კორონავირუსი დაუდგინდა მასთან კონტაქტის მქონე კიდევ 4 პირს.